არჩევნები 2021

პრემიერი: მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, უნდა იყოს მხოლოდ აღმშენებლობა

მე მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ, რომ სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, დაკარგა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მეორედ ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, რომ დაანგრიოს და დაკარგოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ასე, რომ კიდევ  ერთხელ, მინდა, ყველას მოგიწოდოთ მაქსიმალურად მობილიზაციისკენ. ჩვენ ერთიანად, ძლიერად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე, მშვიდად, მტკიცედ უნდა ვიდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. უნდა იყოს მხოლოდ მშენებლობა, აღმშენებლობა და განვითარება.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხარაგაულში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას

კომენტარები