კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 886 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.45%-ია

Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 162 ტესტი და დადასტურდა 3 886 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  4 103 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია  7.45%, ბოლო 14 დღის - 9.99%, ბოლო 7 დღის - 9.36%.

ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 509 გამოვლინდა, აჭარაში - 445, იმერეთში – 487, ქვემო ქართლში – 280, შიდა ქართლში – 223, გურიაში – 97, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 279, კახეთში – 369, მცხეთა-მთიანეთში – 84, სამცხე-ჯავახეთში – 86, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 27.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 672, საიდანაც 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 454 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 38 825 პირი - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 560 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 553 697 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 482 და გამოჯანმრთელდა 497 517 პირი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები