კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ, დაუდასტურა.  

მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და ბოლო 24 საათის განმავლობაში 2-ჯერ დაჭირდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. 

"ბავშვს ჰქონდა ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სეპტიური შოკი განვითარდა, ასევე კოვიდ ინფექცია". – ამბობს ჩხაიძე. 

30 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 1 915 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.04%.

კომენტარები