კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკა: COVID 19-ით ინფიცირებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

tsamali.ge

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 87 ბავშვი მკურნალობს.  კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით,  3 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ხოლო 6 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. 

"24 საათის განმავლობაში 2-ჯერ დაჭირდა ამ ბავშვს გულ-ფილტვის რეანიმაცია. დანარჩენი ორი პაციენტიდან ერთი ასევე მძიმე მდგომარეობაში, დაინტუბირებული გადმოყვანილი იქნა ბათუმიდან. ეს ბავშვი სამი კვირის ახალშობილია, რომელიც ბათუმში შევიდა". – ამბობს მაია ჩხაიძე. 

30 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 1 915 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.04%.

კომენტარები