ვაქცინაცია

გამყრელიძე: სექტემბერში მილიონი აცრა თუ ჩავატარეთ, სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას

მოგეხსენებათ, რომ საერთო აცრათა რაოდენობით მილიონს დიდი ხანია გადავაჭარბეთ უკვე, ორჯერ აცრილია 350 ათასამდე ადამიანი, ერთჯერადად 700 ათასზე მეტი. ამიტომ, სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ტემპი არ დაგვივარდეს. სადღაც სექტემბერში, თუ ჩვენ 800-900 ათასი და უკეთესია, თუ მილიონი აცრა ჩავატარეთ, მაშინ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას. ორი დღეა უკვე, ოდნავ პატარა დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10%-ს.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. დღეს, 27 აგვისტოს, COVID-19-ით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 031 ახალი შემთხვევა.

კომენტარები