ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: თვის ბოლოს ველოდებით 400 000 დოზა PFIZER-ს, ასევე შემოვა 100 000 დოზა SINOPHARM-ი

Sinopharm-ის პირველ დოზებზე რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი გახლავთ ის, რომ ველოდებით შემდეგ პარტიას. ქვეყანამ იყიდა სინოფარმის 600 000 დოზა, აქედან ის არის საკმარისი 300 000 ადამიანისთვის, ორჯერადად აცრისთვის, ამიტომ გადადებულია ეს 300 000 დოზა, ვინც მეორეჯერ იცრება ან უნდა აიცრას, შენახულია ყველასთვის და პირველ აცრაზე ავედით სადღაც 260-270 ათასზე და პლუს კიდევ ვისაც დაჯავშნილი აქვს. რაღაც გაუგებრობა რომ არ მოხდეს, სანამ მეორე პარტია და ველოდებით მალე 100 000 დამატებით დოზას Sinopharm-ის, მანამდე მინდა განვმარტო - მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება, მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, ან შეუძლია ჯავშნის გარეშე მივიდეს და აიცრება.

მათ ჩვენ ვთავაზობთ, ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, იგივე დამცველობითი უნარი აქვს Sinovac-ს, რომელიც გვაქვს საკმაოდ და უკვე 100 000-მდეა Sinovac-ზე აცრა. ისე, რა თქმა უნდა Pfizer-ი, რომელიც გვაქვს სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით 400 000 დოზა Pfizer-ს, ანუ ის მილიონი, რაც გვაქვს ნაყიდი, იქიდან თითქმის უკვე სულ შემოვა, ამიტომ ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა Pfizer-ით. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე აცრებისთვის და პირველი აცრებისთვის, ანუ ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია, რომ სადღაც 350 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ Pfizer-ით.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

დღეიდან, 27 აგვისტოდან, სინოფარმის I დოზებზე დამატებითი პარტიის მიღებამდე რეგისტრაცია შეწყდა.

კომენტარები