კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პანდემიის დაწყებიდან სულ 13 ორსული გარდაიცვალა COVID-19-ით, თუ არ ვცდები

"მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სერიოზულად მუშაობს, ჩვენებიც ჩართულები არიან - დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომ ორსულები მაქსიმალურად აიცრან. არ მინდა ციფრები შემეშალოს. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები, 13 ორსული გარდაიცვალა". - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

დღეს, 27 აგვისტოს თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა COVID_19-ით იყო ინფიცირებული. ექიმის ინფორმაციით, ის არ იყო აცრილი.

დღეს, 27 აგვისტოს, COVID-19-ით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 031 ახალი შემთხვევა

კომენტარები