კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა COVID_19-ით იყო ინფიცირებული. ექიმის ინფორმაციით, ის არ იყო აცრილი.

"30 ივლისს მძიმე მდგომარეობით  შემოვიდა კლინიკაში 36 კვირის ფეხმძიმე, მეორე დღესვე საჭირო გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება, ვინაიდან დროის მიცემა არ შეგვეძლო, საკეისრო კვეთის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა და  2 აგვისტოს მისი რეანიმაციაში გადაყვანა გახდა საჭირო, სამწუხაროდ, წუხელ გარდაიცვალა. ჩვილი კარგად არის, როგორც მე ვიცი, გოგონა აცრილი არ ყოფილა". - განუცხადა ტაბულას ბოკერიას კლინიკის ექიმმა.

დღეს, 27 აგვისტოს, COVID-19-ით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 031 ახალი შემთხვევა

კომენტარები