ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

mashable

ხვალ, 27 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გობრონიძის, ფირცხალავას, ავალიშვილის, ნეკრესის, ტაძრის, ალავერდის, გრემის, ვარდისუბნის, რაჭის, სამეგრელოს, შორაპნის, ხვანჭკარის, დაისის, მუხის, გომბორის, ნაკადულის, რიონის, სამთავრობოს, ქერჩის, განთიადის და იასამნის ქუჩების   მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, ძარწემის და ალექსანდრე ბანძელაძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები