არჩევნები 2021

პრემიერი: არჩევნების გადადება გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებშია, ეს არ მოხდება

არჩევნების გადადების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, შედის გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში, ამ საერთო პროვოკაციაში ყველა არის გაერთიანებული, იმიტომ, რომ იციან, რომ მარცხდებიან, აზრი ეკარგება ბევრს, მათ შორის, გახარიას პარტიას აზრი დაეკარგა უბრალოდ, და, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა, რომელიც არის ყველაზე მთავარი დესტრუქციული, რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ ინტერესებში შედის სწორედ არჩევნების გადადება, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, არჩევნები ჩატარდება და ქართული ოცნება გაიმარჯვებს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება ომბუდსმენის ინიციატივას, რომელიც მძიმე ეპიდსიტუაციის გამო არჩევნების გადადებას ეხება.

კომენტარები