არჩევნები 2021

პრემიერი: ჩვენ შევიტანეთ რეალური გარდატეხა, ხალხს სიმშვიდე და სტაბილურობა შევთავაზეთ

კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას. მიუხედავად არაერთი ცილისწამებისა, არაერთი ბინძური კამპანიისა, რომელიც მომდინარეობს მათ [ოპოზიცია] მიერ მართული ტელევიზიებიდან, ჩვენ შევიტანეთ რეალური გარდატეხა და რეალურად მოსახლეობას სიმშვიდე და სტაბილურობა შევთავაზეთ. 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, არავითარი ომი და არც ექნება მანამ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პარტია იქნება სათავეში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წალენჯიხაში მერობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები