კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისში მშობიარობიდან მე-3 დღეს 26 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა

GETTY IMAGES

ქუთაისში მშობიარობიდან მე-3 დღეს 26 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.  

როგორც ტაბულას ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" უთხრეს, ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ ბათუმიდან გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება ჰქონდა.  

საქართველოში 18 აგვისტოს COVID-19-ით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. 19 აგვისტოს კი მელოგინე გარდაიცვალა - მას კორონავირუსი 8 თვის ორსულს დაუდასტურდა.   

26 აგვისტოს დილის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა  4 128 ახალი შემთხვევა.

კომენტარები