კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

GETTY IMAGES

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა.

"COVID-19 არის საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არა მხოლოდ ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალს რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, ეს კითხვები შეიძლება დაუსვათ ექიმებს, რა თქმა უნდა, გართულების მიზეზები არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების კვალიფიკაციაზე ან კლინიკებზე საუბარი, როგორც წესი არაერთგვაროვნად მიმდინარეობს დაავადება, იწვევს სხვადასხვა გართულებებს. ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ექიმი მაქსიმალურად არის ჩართული". –ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

დღეს, 18 აგვისტოს, COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 914 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.52%-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 376  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 432 506 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 532  კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 57 312 აქტიური შემთხვევაა. 

კომენტარები