კორონავირუსი საქართველოში

ქალი, რომელმაც 3 კვირის წინ იმშობიარა, COVID-19-ით გარდაიცვალა

GETTY IMAGES

ქალი, რომელმაც 3 კვირის წინ იმშობიარა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის 8 თვის ორსული იყო, როდესაც COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს. 

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი, ალექსი ვაჩაიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ქალის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმდა. მისივე ინფორმაციით, ჩვილის გადარჩენა მოხერხდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.    

გუშინ, 18 აგვისტოს, საქართველოში COVID-19-ით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 501 297 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 590 და გამოჯანმრთელდა 436 977 პირი.

კომენტარები