არჩევნები 2021

გაბუნია: წინა არჩევნების შემდეგ ეპიდემიის გავრცელების მთავარი ბუსტერი ქუჩის აქციები იყო

წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს, ეს იყო მთავარი ბუსტერი იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების.

ის მობილობა, რომლის კონტროლი შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა, უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი ბუსტერი და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში...

... რისკი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის, პოლიტიკური პროცესები არის გარკვეულწილად რთული და რისკი ყოველთვის არის, რაც, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად არის ძალიან სარისკო. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია, რომ გაკონტროლდეს. ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან ამ რისკების გადაზღვევა დღეს უკვე შესაძლებელია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არჩევნების გადადების შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე.

კომენტარები