არჩევნები 2021

მელია: ჩვენ არჩევნების გადადება კი არ გვინდა, ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა უნდა გვითხრან ეს

ნაციონალურ მოძრაობას და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება კი არ უნდა, არავის უთქვამს ეს, უბრალოდ, ჩვენი პოზიციაა, პირადად ჩემ, საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც შედიან ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები, პროფესიონალი ექიმები, მხოლოდ ისინი არიან უფლებამოსილნი, მათ უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ, როგორ ხედავენ, როგორც მინიმუმ, მომდევნო ერთი თვის მოვლენების განვითარებას.

იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც, მათივე უმოქმედობით, დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს, მათივე უმოქმედობით, ისინი პროპაგანდისტულად საუბრობენ, რომ ოპოზიციას დაამარცხებენ და არც ერთი სიტყვა იმაზე, როგორ დაამარცხებენ პანდემიას.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.

კომენტარები