არჩევნები 2021

მდინარაძე: თუ ოპონენტები ჩვენნაირად პედანტურად დაიცავენ წესებს, არჩევნებს რისკი არ გააჩნია

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, თუ წინასაარჩევნო კამპანიას ოპოზიციური პარტიები ჩაატარებენ ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ და იცით, რომ იშვიათი გამონაკლისები იყო ამ შემთხვევაში, კოვიდის გავრცელების რისკი არჩევნებთან დაკავშირებით მინიმალურზე მინიმალურია. ამას ცესკოც უზრუნველყოფს, რომელმაც პრაქტიკაში გვანახა, რომ არჩევნების პროცესს ვერ დავაბრალებდით კორონავირუსის გავრცელებას, იშვიათ გამონაკლისებსაც შევეხები.  

სულ 3-4 შემთხვევა იყო მთელი ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, როცა საარჩევნო კამპანიას წარმოებისას პირბადის გარეშე აგიტაციაში იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები ჩართული და ამას მკაცრი რეაქციაც მოჰყვა, ერთადერთი გამონაკლისი იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივობა, როცა დაირღვა რეგულაცია, პირდაპირ ვამბობ,  წარმოიდგინეთ რამდენიმე ათასი შემთხვევიდან, როცა ისინი აგიტაციას სწევდნენ, ერთადერთი გამონაკლისი იყო. თქვენ არ იცით, გაგიმხელთ, სულ 3 შემთხვევა იყო, როცა ჩვენს მიერვე დაფიქსირებული იქნა რეგულაციის დარღვევის ფაქტი და ამაზე მკაცრი გაფრთხილებაც იყო. თუ ასე პედანტურად, როგორც იტყვიან, დაიცავენ ჩვენი ოპონენტები წესებს, არჩევნებს პრაქტიკულად რისკი არ გააჩნია.

თქვა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

კომენტარები