კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ჩხოროწყუში ერთი კაცი მოკლა, ხოლო მისი ძმა დაჭრა

Tabula

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, 1992 წელს დაბადებული რ.კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, "ბრალდებულმა 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას - 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა".

უწყების ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთერთი ძმა  მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები