ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 24 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის  ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის და ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის, ქიზიყის, გახოკიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის,  შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები