საქართველო-უკრაინა

ღარიბაშვილი ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – "დამსახურებისთვის" დააჯილდოვა

ირაკლი ღარიბაშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის პლატფორმის სამიტზე. 2021 წლის 23 აგვისტო.
საქართველოს მთავრობა

ყირიმის პლატფორმის ფარგლებში გამართული სამიტის ფარგლებში,  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

ამავე ორდენით ზელენსკიმ დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ასევე პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ფინეთის, სლოვაკეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის პრემიერმინისტრები.

"საქართველოს პრემიერმინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა". – წერია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები