არჩევნები 2021

ვაშაძე ეპიდვითარებაზე: მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები

ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა, უნდა გაფართოვდეს ტესტირების შესაძლებლობაც და უფასო ტესტირება უნდა იყოს შესაძლებელი აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები. სანამ ჩვენ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით მოსახლეობის დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა, ვინაიდან გვაქვს ფატალური ვითარება ქვეყანაში - მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარდაცვალების და ინფიცირების მაჩვენებელი მოსახლეობასთან მიმართებით არის დღეს საქართველოში.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი,  გიორგი ვაშაძე.

კომენტარები