უბედური შემთხვევა

სამდღიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ რიონში არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი უწყვეტი, 24 საათიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მდინარეში არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს.

21 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში არასრულწლოვანი გაუჩინარდა.

შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მოზარდი მდინარე რიონში ბანაობისას წყალში გაუჩინარდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

კომენტარები