არჩევნები 2021

ჯაფარიძე: კანდიდატი გვეყოლება თბილისის 10 ოლქში, ასევე, მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის

დღევანდელ დღემდე ძალიან აქტიურად ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ რეგიონებში, პრაქტიკულად უკვე ყველგან, გამოვკვეთეთ მერობის კანდიდატები, სადაც გვეყოლება, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები, სიები, ძალიან დიდი სამუშაო იქნა ჩატარებული. 

მე შემიძლია, წინასწარ გითხრათ, რომ ჩვენ წარვდგებით სრული გუნდით თბილისში, იგულისხმება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი, მერობის კანდიდატი, ასევე ათივე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები. ეს არის ლელოს გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მხარდამჭერების, ამომრჩევლების დაკვეთა და, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ დიდი წვლილი შევიტანოთ ოპოზიციურ კალათში და დიდი წვლილი შევიტანოთ თბილისში ქართული ოცნების დამაჯერებელ დამარცხებაში. 

თქვა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში. მისივე თქმით, პარტია კანდიდატებს ორშაბათს, 23 აგვისტოს წარადგენს.

კომენტარები