არჩევნები 2021

დეკანოიძე ოცნებაზე: 3 ოქტომბერს არა მხოლოდ ლეგიტიმაცია გამოეცლებათ, არამედ ჩამოიშლებიან

ჩვენ ძალიან ბევრი კვლევა ჩავატარეთ ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ამიტომ 3 ოქტომბერს არა მხოლოდ ლეგიტიმაცია გამოეცლებათ თავიდან ბოლომდე და იძულებული იქნებიან, ვადამდელი დანიშნონ, არამედ პრაქტიკულად ჩამოიშლებიან. რა აყალიბებს მათ ე.წ. მონოლითს, თუმცა მონოლითი არც აქვთ, იმიტომ, რომ იდეა არ გააჩნიათ. მათ მონოლითს აყალიბებს სუს-ი, აყალიბებს პოლიცია, ფული, ადმინისტრაციული რესურსი, ადამიანების მოსყიდვა, ზემოქმედება და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა – იმდენი ადამიანი უნდა მოვიდეს თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ მათ წინასწარ ჰქონდეთ განცდა, ვერავინ ამ არჩევნებს ვერ წაართმევს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში ქართულ ოცნებაზე საუბრისას. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები