გერმანია-რუსეთი

ანგელა მერკელი ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა

ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი კრემლში, 2021 წლის 20 აგვისტო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კრემლში ხვდება. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება. სავარაუდო სასაუბრო თემები ავღანეთი, ბელარუსი, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლა იქნება. 

მერკელმა მოსკოვში ჩასვლის შემდეგ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. 

ეს ანგელა მერკელისთვის გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში გამართული ბოლო ვიზიტი იქნება. 

კომენტარები