მედგიდი

მედგიდის ახალი ჯგუფიც დაბლოკილია

მედგიდის ახალი ჯგუფი დაბლოკილია და Facebook-ზე აღარ იძებნება - ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნუცა ზურაბიანმა გაავრცელა.

"მედგიდის ახალი ჯგუფიც დაგვიბლოკეს, კომენტარს ვერ ვაკეთებ", - წერს ზურაბიანი.

ახალი ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 9 აგვისტოს, პლატფორმა პირველად დაიბლოკა.

მაშინ მედგიდის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ თქვა, რომ ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაიბლოკა.

კომენტარები