მედგიდი

სოფო ჯაფარიძე: მიზანმიმართული შეტევის შედეგად ჯგუფი მედგიდი დაბლოკილია

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

Facebook ჯგუფ მედგიდის დამფუძნებლისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაიბლოკა. ჯგუფში მოქალაქეები სამედიცინო თემებზე, მათ შორის, კორონავირუსის შესახებ ექიმებისგან კონსულტაციასა და რჩევებს იღებდნენ. 

"ჯგუფი აერთიანებდა 103 000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი - მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი მედგიდი რჩებოდათ, რომელიც, ფაქტობრივად, დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია.

ფაქტობრივად, 1 წელია მედგიდი 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო – დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე". – წერს სოფო ჯაფარიძე. 

კომენტარები