მედგიდი

სოფო ჯაფარიძემ მედგიდის ახალი ჯგუფი შექმნა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სოფო ჯაფარიძემ მედგიდის ახალი ჯგუფი შექმნა. ახალი ჯგუფის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს და მომხმარებლებს ჯგუფში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

"არასოდეს დაგტოვებთ მარტო. შემოგვიერთდით ახალ ჯგუფში, იქამდე სანამ აღვადგენთ ჩვენს მედ გიდს". – წერს ჯაფარიძე.

8 აგვისტოს ჯგუფი მედგიდი დაიბლოკა. სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაიბლოკა. ჯგუფში ათასობით ადამიანი იყო გაწევრიანებული და მოქალაქეები სამედიცინო თემებზე, მათ შორის, კორონავირუსის შესახებ ექიმებისგან კონსულტაციასა და რჩევებს იღებდნენ.

"ჯგუფი აერთიანებდა 103 000 ადამიანს. ყოველდღიურად ათასობით ადამიანის შეკითხვას ეცემოდა პასუხი - მათ შორის მეტწილად ისეთი ადამიანები, რომლებიც ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ზურგშექცეულები იყვნენ და ერთადერთ იმედად ჯგუფი მედგიდი რჩებოდათ, რომელიც, ფაქტობრივად, დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას უწევდა თითოეულ მათგანს (მინიმუმ კონსულტაციას იღებდნენ უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტებისგან, რომელიც მათი შეკითხვის შედეგად იკვეთებოდა). აღარ განვავრცობ მედგიდის დადებით მხარეებზე საუბარს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ისედაც ყველაფერი ნათელია.

ფაქტობრივად, 1 წელია მედგიდი 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს და მინდა აღვნიშნო, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო – დავხმარებოდით ადამიანებს, როგორც კოვიდის თემატიკასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე, ასევე ზოგადად სამედიცინო სპექტრის პრობლემებზე". – წერდა სოფო ჯაფარიძე.

კომენტარები