არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: ქვეყანაში დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა

როგორც მითხრეს, სიტყვა გურია გულიდან მოდის და მინდა, რომ ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის.

სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის.

ვინ, თუ არა გურულებმა, ვიცით ძალიან კარგად მშვიდობის ფასი და შემთხვევითი არ არის, რომ პირველ სიტყვას გურული ამბობს მშვიდობისთვის. მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის ქართული ოცნება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენისას.

კომენტარები