კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.95%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 49 468 ტესტი და დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.95%, ბოლო 14 დღის - 10.78%, ხოლო ბოლო 7 დღის – 11.01%.

ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 948 გამოვლინდა, აჭარაში - 739, იმერეთში – 626, ქვემო ქართლში – 254, შიდა ქართლში – 257, გურიაში – 135, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 276, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 116, სამცხე-ჯავახეთში – 147, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 704-ია, საიდანაც 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 555 პაციენტი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 47 016 პირი - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 482 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 501 297 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 590 და გამოჯანმრთელდა 436 977 პირი.

კომენტარები