ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ნუ წავართმევთ ვაქცინას მათ, ვისაც სჭირდება, III დოზაზე ვისაუბროთ ოქტომბრის ბოლოს

ჯერ ამის დიდი საერთაშორისო პრაქტიკა არ არის, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გააჟღერა ინიციატივა და დაიწყო [მესამე დოზით აცრები]. არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, ასევე, ისრაელმა 50 წელს ზემოთ მოსახლეობის მესამე დოზით აცრა მეორე აცრიდან 6-8 თვის შემდეგ, აშშ იღებს ახლა გადაწყვეტილებას რვა თვის შემდეგ მეორე აცრიდან.

ამ ქვეყნებს, რომლებიც მე დავასახელე, უკვე აცრილი ჰყავთ თავიანთი მოსახლეობის 60%, აი, ჩვენ როცა ავცრით ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი.

მოდით, ჯერ მესამე დოზით ნუ წავართმევთ ადამიანებს, ვისაც ორი დოზა სჭირდება, ვაქცინას, კი, ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არის ჩვენთან და კიდევ თანდათანობით შემოდის, მაგრამ ჩვენთან ამ საკითხზე, მოდით, ვისაუბროთ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მესამე დოზა, ზოგადად ბუსტერი ამ პანდემიის პერიოდში საჭირო გახდება რაღაცა დროს, მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებულება იმისა თუ ეს იქნება 6 თვის შემდეგ, 8 თვის, 10 თვის შემდეგ, ჯერჯერობით არ არის, შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილებისა, საქართველოც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, გვიან შემოდგომაზე

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინის მესამე დოზებზე.

კომენტარები