კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ნაადრევია საუბარი, რამდენად გვექნება სკოლაში სწავლის განახლების შესაძლებლობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმის თქმის საშუალება, დაიწყება თუ არა სასწავლო წელი სასკოლო გარემოში, აგვისტოს ბოლოს ეპიდსიტუაციის შეფასების შემდეგ ექნებათ.  

"ნაადრევია იმაზე საუბარი, ეპიდემიური მდგომარეობა რამდენად მოგვცემს სასკოლო გარემოში სწავლის განახლების შესაძლებლობას. ამდენად, აგვისტოს ბოლომდე ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეპიდსიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად იქნება შესაძლებელი სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება". – ამბობს გაბუნია. 

გუშინ, 17 აგვისტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ თუ 15 სექტემბრისთვის "ამ ტიპის სიტუაცია" იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.  

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევა. დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10.40%-ია. 18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 376  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 432 506 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 532  კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 57 312 აქტიური შემთხვევაა

კომენტარები