კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 914 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.52%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 878 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.  

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10.40%-ია, ბოლო 7 დღის - 11.09%-ის, 14 დღის - 10.71%. 

5 914 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 298 დადასტურდა, აჭარაში - 877, იმერეთში - 789, ქვემო ქართლში - 355, შიდა ქართლში - 318, გურიაში - 188, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 313, კახეთში - 452, მცხეთა-მთიანეთში - 140, სამცხე-ჯავახეთში - 122, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 62.

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 376  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 432 506 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 532  კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 57 312 აქტიური შემთხვევაა. 

1 461 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 620 მკურნალობს, აჭარაში - 146, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 327 პაციენტია,  მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 23, იმერეთში კი - 19.

კომენტარები