არჩევნები 2021

მელია: ვისაც სურს მშვიდობა, ხმას ოპოზიციას მისცემს, ვისაც ქაოსი, კრიმინალი – ივანიშვილს

როცა მოქალაქეები ხმას მისცემენ ნიკა მელიას, დარწმუნებული იყავით, რომ 100%-ით მე არ ვიქნები მათი ფავორიტი იმ წუთას, მაგრამ ჩვენ ახლა ვდგავართ და გადამწყვეტზე გადამწყვეტია დღეს ბრძოლა, ამიტომ ისინი მე ხმას მომცემენ. ბოლო შანსად განვიხილავთ ამ რეფერენდუმს. დიახ, რეფერენდუმია, სადაც კითხვა ასე ჟღერს: გვინდა ეკონომიკა ერთეულებისთვის? თუ ეს გვინდა, მაშინ ხმა ქართულ ოცნებას მისცემს, თუ ეკონომიკა გვინდა ხალხისთვის, მაშინ დარწმუნებული ვარ, ხმას მისცემენ ოპოზიციას. თუკი გსურთ კიდევ უფრო დავშორდეთ დასავლურ სივრცეს, თუ ეს ყველაფერი მოგვწონს, მაშინ  ფარცხალაძეს და მურუსიძეს მიეცით ხმა, არ არის პრობლემა. თუკი ქაოსი, შუღლი, კრიმინალი მოგვწონს, ვისაც არ ეზარება ყველა იარაღით რომ დადის, მაშინ აქ სადავო არაფერია, ხმა ბიძინა ივანიშვილს მივცეთ, თუკი გვინდა მშვიდობა, საზოგადოებრივი მშვიდობა, უსაფრთხოება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციას.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მაჟორიტარების წარდგენისას.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს:

  • მთაწმინდა – თენგო კირთაძე
  • საბურთალო – ბორის ყურუა
  • დიდუბე - ნიკა მოსიაშილი
  • ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი
  • ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი
  • ისანი - ბესო დონაძე
  • სამგორი - დათო ჟღენტი
  • ვაკე - ბათუ ქუთელია
  • კრწანისი - თაზო ახობაძე
  • გლდანი - ელენე ხოშტარია

კომენტარები