კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე 6 208 ახალ შემთხვევაზე: დღეს ველოდებოდით უარესს

6000 შემთხვევა ბევრია, 6200, რაც დღეს გვქონდა, ძალიან ბევრია, მაგრამ პროგნოზულად დღეს ჩვენ ველოდებოდით უარესს, ანუ შესაძლებელია, უკვე გარკვეულად მობილობის დაგდებამ და ვთქვათ... ნუ, ეს ჯერ სამი დღეა, მაგრამ გამოჩნდება ეს უკვე ერთ კვირაში, ათ დღეში, ეს მობილობის დაგდება, ახლა რაც განხორციელდა, რას მოგვცემს.

დავაკვირდებით ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ახალ შემთხვევათა რაოდენობას, ინციდენტობას და კიდევ სხვა ინდიკატორებს ეპიდსიტუაციის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ კიდევ სხვა რეგულაციებზეც თუ, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება იქნა

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე 6 208 ახალ შემთხვევაზე.

კომენტარები