ვაქცინაცია

ბოკერია: არის პროფესიები – ექიმი, მასწავლებელი – სადაც ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს

მე აბსოლუტურად არარეალისტურად მიმაჩნია, თავი რომ დავანებოთ სხვა რამეს, რომ ძალით ვიღაცას გაუკეთო აცრა, მაგრამ არის პროფესიები და არის სფეროები, სადაც [ვაქცინაცია] უნდა იყოს სავალდებულო – ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის. ასევე მათთვის, ვისაც დიდ მასასთან აქვს შეხება, მაგალითად, ვაჭრობაში ჩართული პირებისთვის ან ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო, ან სისტემატური ტესტირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერავინ ვერავის ვერ გაუკეთებს აცრას ძალით, მაგრამ თუ ადამიანს სურს, რომ ასეთ რისკს უქმნიდეს სხვებს და აცრაზე უარს ამბობს პრინციპულად, რაიმე მოსაზრების გამო, მაშინ ვალდებულია – და ეს იყო ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, რაც მოვუწოდეთ მთავრობას, რომ განეხორციელებინა – რომ ჩაიტაროს ინტენსიური ტესტირება, რათა რისკები საკმარისად შემცირდეს. თუმცა, სავალდებულო აცრას რაც შეეხება, თუ უნდა ადამიანს, რომ ამხელა რისკების პერიოდში იყოს, მაგალითად, მასწავლებელი და შედიოდეს ბავშვებთან, სრულიად ლეგიტიმური მგონია. ვიმეორებ, ძალით აცრის გაკეთებაზე კი არაა საუბარი, არამედ ეტყვიან, რომ თუ გინდა რომ გამოხვიდე სამსახურში, უნდა აიცრა. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კომენტარი ტვ ფორმულას პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარები