ვაქცინაცია საქართველოში

მეუფე ნიკოლოზი: ჩემს მრევლთან პირიქითაა – აცრისკენ მე კი არ მოვუწოდებ, ისინი მომიწოდებენ

ბევრი სასულიერო პირი უკვე აიცრა, მღვდელმთავრები აიცრნენ და თუ საჭირო იქნება – ყველანი, პირადად მეც მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე. მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად. ჩემს აცრას არ ექნება სამედიცინო მიზეზი, ექნება სოციალური მიზეზი.

[...] ჩემთან და ჩემს მრევლთან ვითარება პირიქითაა – მე ვეკითხები თვითონ მათ, მრევლის წევრებს, ოჯახის წევრებს და მათგან ვიღებ რჩევებს იმიტომ, რომ მე არ გამაჩნია არანაირი განათლება და არც ისეთი წვდომა არ მაქვს ინტერნეტ სივრცეზე, რომ გავიგო ყველაფერი, რა ხდება მსოფლიოში, როგორიც ჩემი მრევლის წევრებს აქვთ. ამიტომ, პირიქით, მე კი არ მოვუწოდებ, ისინი მომიწოდებენ  და მე მათ რჩევებს ვიღებ. რა თქმა უნდა, აკრძალვით არავის არ ვუკრძალავ და, რა თქმა უნდა, არავის არ ვაძალებ. 

თქვა კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები