კორონავირუსი საქართველოში

მეუფე ნიკოლოზი: დაძაბულ COVID-ვითარებაზე პრაიდის ორგანიზატორებს არ ეხებათ პასუხისმგებლობა?

პასუხისმგებლობა ასეთ ვითარებაზე საქართველოში, ასეთი დაძაბული კოვიდვითარება რომ არის, მგონი, მსოფლიოს მაჩვენებელს რომ გადააჭარბა, საერთოდ არ ეხებათ იმათ, ვინც, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ე.წ. პრაიდი დააორგანიზა და აქედან გამომდინარე შემდეგ უამრავი მიტინგი და თავყრილობა? შემთხვევით, რაიმე კავშირში ხომ არ არის დღევანდელი ვითარება იმასთან? ეს ხომ არ იყო გავრცელების მიზეზი და რამდენად სამართლიანია პირდაპირ სასულიერო პირებზე ამის გადმოტანა?

[...] მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე უკანონო თავყრილობების თემას, როგორიც იყო ეგრეთ წოდებული, თორემ პრაიდი არ ჰქვია იმას, პრაიდი სხვა რამეს ნიშნავს, ე.წ. პრაიდი, ე.წ. ღირსების მარში და ის, რომ ამის უფლებას საქართველოში არავინ არავის არ მისცემს, არც ჩვენ, არც მე პირადად, აქედან გამომდინარე ის თავყრილობები, ძალადობა, რომელიც ეკლესიას დააბრალეს, შემდეგ გამომდინარე აქედან მრავალრიცხოვანი მიტინგები, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ვითარების მიზეზი აქ უნდა ვეძიოთ.

თქვა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა. 

კომენტარები