ვაქცინაცია

კულუმბეგოვი: საქართველოში გაკეთებული 700 000 აცრიდან, ანაფილაქსიური შოკით 3 დასრულდა

რაც შეეხება ვაქცინებსა და ალერგიას, არ არსებობს ბუნებაში მედიკამენტი, მითუმეტეს, რომელიც პარენტერალურად, ანუ კუნთში ან ვენაში გამოიყენება, რომელზეც არ იქნება ალერგიული რეაქცია. მსგავსი რამ უბრალოდ პლანეტაზე არ არსებობს. აქ ლაპარაკია რისკისა და სარგებლის აწონაზე და დაფიქსირებული რეაქციების რაოდენობაზე. დღეს საქართველოში, და მთელ მსოფლიოში, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, კეთდება იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების მონიტორინგი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, 700 000 ადმინისტრირებული ვაქცინიდან, სულ გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულია 110 ადამიანთან, გვაქვს მხოლოდ 3 ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა(მეოთხე ლეტალურ შემთხვევას, როგორც იცით, იკვლევს ექსპერტიზის ბიურო). დანარჩენ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი არის ემოცია და შიში – როდესაც მასობრივი კამპანია ტარდება, ამ დროს ხშირია რიგის გამო, ემოციის გამო, უჰაერობის გამო, გულის წასვლით მიმდინარე რეაქციები, რომლებიც ძალიან მარტივად გვარდება. მსგავსი ტიპის ასამდე რეაქცია ფიქსირდება. არავის არ უნდა ეშინოდეს ამ ტიპის რეაქციის, რადგან ყველა ბრიგადა აღჭურვილია სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტით, თუ რეაქცია მაინც განვითარდა, გვაქვს ადრენალინი, დექსამეტაზონი და მსგავსი ტიპის წამლები. 

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კომენტარი ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ ტვ ფორმულას პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარები