ვაქცინაცია საქართველოში

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა 61.5% აცრილია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 12 აგვისტოს მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ 9 300 ბრალდებული/მსჯავრდებულთა 61,5% (5 718) აცრილია, ხოლო რევაქცინირებულია ბრალდებული/მსჯავრდებულთა 39%, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, პენიტენციური სისტემის დაახლოებით 3500-მდე თანამშრომლიდან აცრილია – 2 423 (69%), ხოლო რევაქცინირებულია – 1833 (69%).

13 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 359 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  471 685-ია, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 415 146.

კომენტარები