ვაქცინაცია საქართველოში

ღარიბაშვილი: აშშ სავალდებულოს გახდის ვაქცინაციას – ამის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს

ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს Pfizer-ის ვაქცინას, ანუ ზოგადად გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინამ. რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, ვუყურებთ ამ რეალობას, რომ გარდაცვალება მოგვემატება. ამიტომ ამისგან თავის დაზღვევის მიზნით საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები