პრაიდის კვირეული

იმედის მფლობელი 5 ივლისზე: ჟურნალისტები ძალადობას აქეზებდნენ, ძალიან უნდათ, რომ ასე ხდებოდეს

თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტები რაღაცნაირად მოყვნენ ამ გაუგებრობაში [5 ივლისის მოვლენები], ეს ასე არაა.

ჟურნალისტები არიან ამ გაუგებრობის forefront-ზე, სულ წინ. ჟურნალისტები ამას ძალიან აქეზებენ და ძალიან უნდათ, რომ ეს ხდებოდეს. სხვადასხვა მიზნების გამო, რა თქმა უნდა, მე ყველაზე ვერ ვისაუბრებ, ყველას თავისი მიზანი აქვს. მაგრამ, ის, რომ ისინი არიან ამის წინა პლანზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ. 

თქვა ტელეკომპანია იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე.

5 ივლისს პუტინისტური დაჯგუფებები და საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, იმისათვის, რომ არ ჩატარებულიყო დაგეგმილი ღირსების მარში. ორკები თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ოფიციალური მონაცემებით დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.

კომენტარები