პრაიდის კვირეული

რუხაძე ორკებზე: ჟურნალისტები ლოცვისას ეკითხებოდნენ, პუტინი რას გიხდითო, ეს გინებაზე უარესია

5 ივლისის კადრებიდან არსად არ მინახავს როგორ დაიწყო ჩხუბი. საინტერესოა, როგორ დაიწყო ჩხუბი, ვინ დაარტყა პირველმა, რატომ? როგორ გამოვიდა მოთმინებიდან?. ამ კადრებს რატომღაც არ გვიჩვენებენ, პირდაპირ გადავდივართ შუა ჩხუბზე. 

მე რასაც მომიყვნენ და, შეიძლება, ვცდებოდე, არის ის, რომ ის ხალხი, რომელსაც მე საერთოდ არ ვამართლებ და არ მაქვს სენტიმენტები მათ მიმართ, შეიკრიბა წირვაზე თუ ლოცვაზე, რომელიც გახდა ცნობილი, იქ რომ იქნებოდა. მათ მიადგნენ [ჟურნალისტები] და პირდაპირ ეკითხებოდნენ, რამდენს გიხდით პუტინი ამაშიო. ხალხს, რომელიც თავს დებს, რომ არის პატრიოტი და ა.შ. 

ალბათ, დედის გინებაზე უარესია ჩემთვისაც, რომ მკითხონ, ასეთ სიტუაციაში რამდენს გიხდის პუტინი ამ ყველაფერშიო. 

ახლა ჩნდება კითხვა, შენ თუ ზიხარ ქუჩაში და ვიღაც მოვიდა, დედა შეგაგინა - სად იწყება და სად მთავრდება შენი უფლებები, რისი გაკეთება შეგიძლია და რისი გაკეთება არ შეგიძლია. 

თქვა ტელეკომპანია იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე.

5 ივლისს პუტინისტური დაჯგუფებები და საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, რადგან არ ჩატარებულიყო დაგეგმილი ღირსების მარში. ორკები თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ოფიციალური მონაცემებით დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.

კომენტარები