NDI-ს კვლევა

NDI: სოც. მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, 2014 წლის შემდეგ 27%-ით გაიზარდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის ძირითადი წყარო, 2014 წლის შემდეგ 27%-ით გაიზარდა.

NDI-ს მიხედვით, 2014 წელს, სოც.მედია ინფორმაციის ძირითადი წყარო მოსახლეობის მხოლოდ 8%-ისთვის იყო, ხოლო დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 35% მიიჩნევს სოციალურ მედიას ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ, ხოლო 26% - მეორედ.

მოსახლეობის 57%-ისთვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა.

რაც შეეხება თბილისის მონაცემებს, ტელევიზია ინფორმაციის მიღების პირველი წყარო მოსახლეობის 42%-ისთვისაა, ინტერნეტი/სოციალური მედია - 51%-ისთვის.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს. სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები