ვაქცინაცია

NDI-ის კვლევა: მოსახლეობის 56%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პლატფორმაზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56%-მა საჭიროების შემთხვევაში არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. 42% კი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში იცის, როგორ დარეგისტრირიდეს COVID 19-ის ვაქცინის პლატფორმაზე.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები