NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 47 % პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 47 % პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 10% - კარგად, 33 კი - საშუალოდ. 

აღსანიშნავია, რომ ნეგატიური შეფასება წინა კვლევასთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. 

ასევე, გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ კანონებს არ იღებს. მხოლოდ 24 % თვლის რომ პარლამენტარები მოქალაქეებს რეგულარულად ეკონტაქტებიან.  54%-ს კი არ სჯერა, რომ, თუ პარლამენტარს პრობლემაზე ეტყვის, ის მის გადაჭრას შეეცდება. 

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს. სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები