კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ერთ უწყებას ნუ დავაბრალებთ, კონცერტები კულტურის სამინისტროს არ გაუმართავს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, კითხვაზე, რას ფიქრობდა კულტურის სამინისტროს მიერ გამართულ კონცერტზე, უპასუხა, რომ ყველაფრის ერთ უწყებაზე დაბრალება არ შეიძლება.

"ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია და ჩვენ ეხლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ღონისძიება არ ტარდება, მხოლოდ ჯილდოებს გადასცემენ [..] ამასთან დაკავშირებით [გუშინდელი კონცერტი] გვქონდა კომუნიკაცია. არ შეიძლება ყველაფერი ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული. შრომის ინსპექცია მუშაობს სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით და მაქსიმალურად ვცდილობთ კონტროლს". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

კორონავირუსით გარდაცვლილი მომღერლის, თემურ წიკლაურის პატივსაცემად კულტურის სამინისტრო თელავის თეატრში კონცერტი გამართა. მთავარი არხის ინფორმაციით, კონცერტი 10 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართა.

კომენტარები