კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მაქვს ცნობა, რომ ბინაზე დარჩენილი ინფიცირებულები დადიან ქუჩაში

მაქვს ცნობა, რომ ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არ იცავენ იზოლაციას. დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ, აღმასრულებელ და სხვა ხელისუფლებას, გააკონტროლოს ასეთი ადამიანები. 12 დღის მანძილზე ყველამ დაიცვას იზოლაციის წესები. არავითარ შემთხვევაში არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში რეკორდული – 5 697 შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 12,79%-ია, ბოლო 14 დღის - 9,09%, ბოლო 7 დღის - 10,05%.

კომენტარები