პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი ეპიდსიტუაციის გამო მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. 

მათივე ცნობით, ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.

"პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!"- აღნიშნულია განცხადებაში.

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 236 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 146 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.54%-ია, ბოლო 14 დღის – 8.74% ხოლო 7 დღის – 9.75%.

10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

კომენტარები