კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 000-ს გადასცდა, 300-მდე მძიმე პაციენტია

ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალოდ გვაქვს დაახლოებით 3 500-დან 4 000 შემთხვევამდე, რაც საკმაოდ მაღალია. ჯამურად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 000-ს გადასცდა, აქედან დიდი ნაწილი ბინაზე მკურნალობს, 2 500-ზე მეტი კოვიდ-სასტუმროებში, ამ დილისთვის კი 6 6642 პაციენტი  მკურნალობს კლინიკებში, აქედან 1 300-ზე მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 300-მდე პაციენტი რეანიმაციის განყოფილებაში, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ხვალიდან, 10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

კომენტარები